fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში ფული არის: ბოლო სამ დღეში iPhone-ის 10, 000-მდე შეკვეთა შევიდა

საბერძნეთში iPhone -ის შეძენის რაოდენობის მიხედვით, კიდევ ერთი რეკორდი დაფიქსირდა. გაზეთ Καθημερινή-ის ინფორმაციით, ბოლო სამ დღეში ქვეყანაში 10, 000-მდე  iPhone Χs და iPhone Xs Max შეუკვეთეს.

მხოლოდ პირველ დღეს ბერძნებმა სმარტფონებში დაახლოებით 6 მილიონი ევრო გადაიხადეს, იმისათვის, რომ ყოფილიყვნენ მოწინავე პოზიციებზე იმ ხალხს შორის, რომელთაც პირველებმა შეიძინეს ახალი მოდელი.

შეკვეთებიდან 65% iPhone Xs Max-ზე მოდის, ბერძნულ ბაზარზე კი აღნიშნული მოდელის ფასი 1, 300-დამ 1, 600 ევრომდე მერყეობს.

სამი დღის მანძილზე მთლიანობაში ახალი ტელეფონების შესაძენად ბერძნებმა 15 მილიონი ევრო გადაიხადეს. გადახდების ძირითადი ნაწილი (99%) ბარათით მოხდა, რადგან ამ დროს მომხმარებელი ბევრად დარწმუნებულია და დაცულად გრძნობს თავს.

onalem

ტესტ