fbpx
კრიმინალისაზოგადოება

საბერძნეთი: Fecebook-ის თამაშის გამო თინეიჯერმა თვითმკვლელობა სცადა

მოზარდი გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც მან თვითდაზიანების მიზნით აბები გადაყლაპა. ის სოციალურ ქსელში არსებული ერთ-ერთი თამაშის ინსტრუქციას მიჰყვებოდა. ხელისუფლების თქმით, 15 წლის გოგონა თამაშის ”Blue Whale”-ის პირველი მსხვერპლია საბერძნეთში. აღნიშნული თამაში თვითმკვლელობის მაპროვოცირებელია, რომელსაც მსოფლიოში 300-მდე თინეიჯერის სიკვდილი უკავშირდება.

15 წლის გოგონა, ჩრდილოეთ საბერძნეთიდან, ქალაქ კატერინიდან არის. მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.

მედიის ცნობით, გოგონამ ვიღაცისგან Facebook-ში მიიღო ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც ფეხები უნდა გაეკოჭა და აბები დაელია.

გოგონამ მართლაც სცადა თვითდაზიანება, თუმცა მხოლოდ ორი აბი გადაყლაპა. შემდეგ მას შეეშინდა და მშობლებს მიმართა, წაყვანათ საავადმყოფოში და შეეტყობინებინათ პოლიციისთვის.

გასულ კვირას პოლიციამ გააფრთხილა მშობლები და მოზარდები აღნიშნული თამაშის, ”Blue Whale”-ს შესახებ.
მათ სცადეს დაედგინათ, თუ ვინ უკავშირდებოდა გოგონას სოციალური ქსელის საშუალებით.

”Blue Whale” თვითმკვლელობის 50 დღიანი თამაშია, რომელსაც სოციალურ ქსელში 12-დან 16 წლამდე ბავშვები თამაშობენ. ისინი მიჰყვებიან ინსტრუქციებს, რომლებიც შეიცავს თვითდაზიანების მინიშნებებს და არიან სერიოზული საფრთხის ქვეშ.

2016 წელს რუსეთში დააკავეს 21 წლის ბიჭი, რომელის ამ თამაშის საშუალებით ათობით სკოლის მოსწავლეს უბიძგებდა თვითმკვლელობისკენ.

ციხეში მან აღიარა დანაშაული, თუმცა, სულაც არ წუხდა ამაზე, ვინაიდან ამბობდა, რომ ის ეხმარებოდა ადამიანებს, რომლებიც სიაოვნებით მოკვდებოდნენ. ის მათ ბიოლოგიურ მასალებს უწოდებდა.

ბრიტანეთში პოლიცია შიშობს, რომ ეს თამაში მთელ ქვეყანაში ვრცელდება.

onalem

ტესტ