fbpx
ემიგრაცია

საბერძნეთში ემიგრანტები საელჩოს ადგილმდებარეობის შეცვლას ითხოვენ

georgians.gr-ის მიერ ჩატარებული გამოკითხივს შედეგების მიხედვით, 1.700 ხმიდან, 85% მხარს უჭერს საელჩოს მდებარეობის შეცვლის საკითხს.

აქვე ავღნიშნავთ რომ არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული შენობის თვიური ქირა 12.000 ლარს აღემატება.

ხალხის კომენტარები ასეთია:

მარიამი: “კარგი იქნება თუ რომელიმე მეტროსთან ახლოს იქნება, იმუშავებს კვირა დღეს და იქნება ბანკომატი ფულის გადასახდელად! სამაგიეროდ არ იქნება სამსახურის გაცდენა, რიგები, ბანკში სირბილი და ნერვები”

მარინე ხოხონიშვილი: “კი აუცილებლად. ჯობია ხანდახან ტელეფონის ზარებსაც უპასუხონ”.

აზა გამზარდია: “რა მნიშვნელობა აქ სად იძინებენ ფეხად,საელჩო კი არ ქვია მაგას არამედ იუსტიციის სახლი ქვია სხვა რამეს ესენი არც აკეთებენ,ამიტომ ნუ დაიხარჯენით იყვნენ სადაც არიან”

მთვარისა ჯუქური: “კი აუცილებლად”.

ავთანდილ გიუნაშვილი: “მე პირადად ვფიქრობ რომ უნდა შეიცვალოს ადგილი და იყოს ხელმისაწვდომ ადგილზე. ამასთან ცვლილება პირდაპირ კავშირში უნდა იყოს საკონსულოს სამუშაო გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული, ვინაიდან საკონსულო სამსახური მართლაც უამრავ ადამიანს ემსახურება და მათი სამუშაო გარემო მოსაცდელიდან დაწყებული უნდა იყოს შესაბამისი რომ შეძლონ აქ მომსახურე პერსონალმა ეფექტური მომსახურება. ვფიქრობ პრემიერის სათავრობი პროგრამის თანხბედრაშია სწორედ ეს კვლევაც და მისი შედეგებიც და სახელმწიფოს წინაშე აუცილებლად უნდა დავაყენოთ ეს საკითხი ვინაიდან ფაქტია ეს არის ემიგრაციის უმრავლესობის მოთხოვნა ათენში”