fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთში დღეს შუაღამით საათები გადაიწევა

კვირას, 28 ოქტომბერს, ზაფხულიდან ზამთრის სეზონზე გადავინაცვლებთ. ღამის 04:00-ზე საათები უკან გადაიწევა. სხვაობა, ტრადიციულად, 1 საათი იქნება, რის გამოც,  ვირტუალურად… 1 საათის ძილს მოვიგებთ!

რა თქმა უნდა, დღის მატებასთან ერთად, საათი კვლავ წინ გადაიწევა, რაც 31 მარტს მოხდება. შესაძლოა, ეს საათის გადაწევის უკანასკნელი თარიღი იყოს. თუმცა, ჯერჯერობით, არაფერია დაზუსტებული.

საქმე იმაში გახლავთ, რომ კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, 2019 წლიდან, ევროკავშირის ქვეყნებში, საათის გადაწევის აუცილებლობა შეწყდება. 29 აპრილისთვის, თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, ზაფხულის დროზე დარჩებიან თუ ზამთრისაზე გადავლენ.

onalem

ტესტ