საბერძნეთში ჩინელი ტურისტები და ჩინური ინვესტიციები დომინირებენ

ამჟამად საბერძნეთში ტურისტების უდიდესი ნაწილი ჩინეთიდან არის. ექსპერტები ამ ტენდენციას ქვეყანაში ჩინელების ”შემოჭრას” უწოდებენ.

შარშან ქვეყანა 150,000-მა ჩინელმა მოინახულა. ჩვეულებრივ ისინი ჯგუფებად დადიან, მაგრამ ბოლო დროს საბერძნეთში ბევრი მათგანი მოდის ინდივიდუალურად, რადგან მდიდარი კულტურისა და ისტორიისადმი ძლიერი ინტერესი აქვთ.

შორეული აღმოსავლეთიდან ჩამოსული სტუმრები საბერძნეთში ერთი ან ორი დღით ჩერდებიან. თუმცა, ყველა შემთხვევაში მათ უდიდესი როლი აქვთ ბერძნული ტურიზმისა და ადგილობრივი სასტუმროების განვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ ჩინელი ტურისტები ათენის ადგილობრივ სასტუმროებში თითქმის ყველგან არიან. ერთადერთი რამ, რაც მათთვის აქ მიუღებელია, ეს საკვებია და თითქმის ყოველთვის ამჯობინებენ, საკუთარი ტრადიციული კერძები მიირთვან.

სწორედ ამის გამო სასტუმროს მფლობელები ცდილობენ, მათი მოთხოვნები დააკმაყოფილონ და ჩინურ საკვებს სთავაზობენ. ამჟამად ათენში ბევრი ჩინური რესტორანი იხსნება, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი ბევრად განსხვავდებიან ნამდვილი, შორეული აღმოსავლეთის სამზარეულოსგან.

ტურისტთა ჯგუფები, ძირითადად, ახალგაზრდა ჩინელები არიან, რადგან მათთვის ონლაინ შეკვეთის გაკეთება უფრო ადვილია. მათ იციან, თუ როგორ ხდება ეს. თუმცა, მხოლოდ ქვეყნის ღირშესანიშნაობების დათვალიერებით არ შემოიფარგლებიან. ისინი მნიშვნელოვნად ზრდიან საბერძნეთის ეკონომიკას და უძრავი ქონების ბაზარზე ძალიან აქტიურები არიან.

melano

ტესტ