საბერძნეთში ჩამოვარდნილი საბრძოლო თვითმფრინავის პილოტი გარდაცვლილია

საჰაერო ძალების ოფიციალური პირების განცხადებით, საბრძოლო თვითმფრინავის პილოტი, რომელიც კუნძულ სკიროსთან ახლოს, ზღვაში ჩავარდა, გარდაცვლილია.

ინციდენტი 12:15 საათზე მოხდა. საბრძოლო თვითმფრინავი M2000-5 სკიროს ჩრდილო-აღმოსავლეთით, ოპერატიული მისიის დასრულების შემდეგ, ზღვაში ჩავარდა.

შემთხვევამ პილოტის, გეორგიო ბლატადორუს სიცოცხლე იმსხვერპლა.

სპეციალური კომისია კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს იძიებს.

melano

ტესტ