fbpx
კრიმინალი

საბერძნეთში ახალგაზრდა უცხოელები ნარკოტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს

საბერძნეთში, კერძოდ, კორფუზე, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს, მათი ასაკია 22, 23, 27 და 30 წელი. დაკავებულებს კუნძულზე ნარკოტიკი შეჰქონდათ და სხვადასხვა კლუბებში ახალგაზრდებზე ყიდდნენ. კლუბებში აღმოჩენილია, როგორც მსუბუქი, ასევე ძალიან ძლიერი ნარკოტიკული საშუალებები.

მხოლოდ რამდენიმე საათში საბერძნეთის პოლიციამ 4 უცხოელი აიყვანა, ისინი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. როგორც ჩანს, კუნძულზე დასასვენებლად ჩავიდნენ და ამავე დროს, ნარკოტიკების გაყიდვას მიჰყვეს ხელი.

22 და 23 წლის ახალგაზრდები ფაქტზე აიყვანეს. ამოღებულია ექსტაზის 13 აბი და 695 ევრო, რომელიც აღნიშნული ნარკოტიკების გაყიდვით ჰქონდათ აღებული.

ხოლო 27 და 30 წლის დაკავებულებს 11, 5 გრამი ჰეროინი და მცირე რაოდენობით მარიხუანა აღმოუჩინეს.

პოლიცია ასევე ეძებს 26 წლის მამაკაცს, რომელსაც ბრალად იგივე დანაშაული ედება, თუმცა, მიდი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით ვერ დაადგინეს.

 

 

onalem

ტესტ