საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრებ მოქალაქეთა საყურადღებოდ! – Georgians.gr

საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრებ მოქალაქეთა საყურადღებოდ!

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ გამოვიდა ახალი კანონი რომლის მიხედვითაც ემიგრანტების 90% შეუძლია საბუთების გაკეთება არ შეესაბამება სიმართლეს. კანონი დიდი ხანია გამოსულია, თუმცა გუშინ, 28/03/2017 გამოვიდა კანონის განმარტება (Εγκύκλιος).

საბერძნეთში არსებობს ძალიან ბევრი კანონი, რომლის ძალითაც ემიგრანტებს შეუძლიათ საბუთების გაკეთება ან აღდგენა. ერთ-ერთი მათგანი არის ე.წ. “განსაკუთრებული გარემოებები” (‘Αδεια παραμονής για εξαιρετικούς λόγους).

ამ კატეგორიის მიხედვით საბუთების გაკეთება შეუძლიათ:

  1. პირი რომელიც შემოსულია საბერძნეთის ვიზით (არა, ზოგადად შენგენის) და რომელ ვიზასაც ვადა გაუვიდა მინიმუმ სამი წლის წინ;
  2. პირი რომელსაც ჰქონდა საბუთები და გარკვეული მიზეზების გამო გაუფუჭდა;
  3. პირი რომელიც ამტკიცებს, რომ იმყოფება საბერძნეთში მინიმუმ 7 წელი;

ძირითადად ეს კატეგორია ეხება ზემოთაღნიშნულ პირებს. ყოველი კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია. მაგალითად, ყველა ბანკიდან ფულადი გზავნილები არ არის დამაკმაყოფილებელი. არსებობს ოფიციალური ჩამონათვალი საბერძნეთის სახელმწიფო ბანკიდან, სადაც აღინიშნება თუ რომელი ბანკი ითვლება ოფიციალურად.

ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით და დეტალური ინფორმაციის მისაღებად გირჩევთ მიბრძანდეთ პერიფერიაში ან დაუკავშირდეთ თქვენს ადვოკატს.

აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ არც ათენში საქრთველოს საკონსულო წარმომადგენლობა.

 

აბულაძე ნანა

ათენში მოქმედი ქართველი ადვოკატი

ათენი, ვიქტორიას მოედანი, არისტოტელეს ქუჩა, ნომერი 85, ინდექსი 10434
მობ.: 693 2888999,
ოფისის ნომერი: 210 8228882
ფაქსი: 210 8228883
e-mail: Lawofficeabuladze@gmail.com