fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთში არალეგალი მიგრანტებით სავსე მანქანა კლდიდან გადავარდა

შემთხვევა სამშაბათს ჩრდილოეთ საბერძნეთში, კავალასა და თესალონიკს შორის მდებარე გზაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში არალეგალი მიგრანტები ისხდნენ. მათი ეროვნება არ ხმაურდება.

პოლიციამ მათი გაჩერება სცადა, მძღოლი კი არ დაემორჩილა, რის შედეგადაც საჭეზე კონტროლი დაკარგა და კლდიდან გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოცხადდა. 8 მიგრანტიდან 4 ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენები კი საავამდყოფოში დაზიანებებით გადაიყვანეს.

მანქანას მიგრანტები თურქეთიდან მოჰყავდა და საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთეს.

პოლიცია მიგრანტების ეროვნებას ჯერჯერობით არ ახმაურებს.

onalem

ტესტ