fbpx
სხვადასხვა

საბერძნეთში 2,5 მეტრიანი გველი დაიჭირეს!

საბერძნეთში, აგრაფას რეგიონში მდებარე სოფელ ფუსიანონის მოსახლეობა შოკში იყო, როდესაც მათ 2,5 მეტრი სიგრძის გველი დაინახეს.

გველი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, განსაცვიფრებელია თავისი სიგრძით.

რეპტილია სოფლის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა აღმოაჩინა და მოკლა, რადგან იფიქრა, რომ ის მოსახლეობას ზიანს მოუტანდა ან ძალიან შეაშინებდა.

ექსპერტების აზრით, ცხელი ზაფხულის პერიოდში მოსახლეობას ყურადებით ყოფნა მართებს, რადგან გველები გრილ ადგილებს ეძებენ და ხალხთან ძალიან ახლოს აღმოჩნდებიან ხოლმე. ზოგადად, რეპტილიებისთვის ამგვარი ქცევა არ არის დამახასიათებელი, ვინაიდან ისინი მუდმივად ცდილობენ თავიდან აირიდონ ადამიანებთან შეხვედრა.

onalem

ტესტ