საბერძნეთში 100-დან 3 პოლიციელს არ აქვს იარაღის ტარების უფლება

მაშინ, როცა პოლიციელები არიან ადამიანები, რომელთა ფსიქიკური ჯანმრთელობა სტრესული სიტუაციების ფონზე ყველაზე მეტად არის საფრთხის ქვეშ, არსებობს ასობით ადამიანი უნიფორმაში, რომელთაც არასოდეს გაუვლიათ კომისიის შემოწმება, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რათა მიეღოთ იარაღის ტარების უფლება.

“Ελεύθερο Τύπο”-ის მიხედვით, ორ კომისიას, რომელიც თესალონიკსა და ათენში ფუნქციონირებს, არ აქვთ საკმარისი დრო ყველა პოლიციელის შესამოწმებლად.

პოლიციის ოფიცრების 3%-ს, რომლებიც შემოწმებული არიან ერთი ფსიქიატრისა და ორი ფსიქოლოგის მიერ, აკრძალული აქვთ ატარონ საკუთარი იარაღი. შედეგად, ისინი გადაყვანილი არიან მთავარ სამმართველოში. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უფრო მეტი ადამიანი შემოწმდება, ეს პროცენტული მაჩვენებელიც გაიზრდება.

კერძოდ, 2009 წლიდან იარაღის ტარების ლიცენზიის ტესტირება გაიარა 16,500-მა პოლიციელმა, რომელთაგან 500 მათგანი მიიჩნიეს, როგორც უვარგისი. მათი ფსიქიკური ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებდა შესაბამის სტანდარტებს. ეს ნიშნავს, რომ ატიკის რეგიონში არის 4,000 პოლიციელი მაინც, რომელთაც არ გაუვლია მსგავსი ფსიქოლოგიური ტესტი.

კომიტეტის წევრები ამტკიცებენ, რომ მათ წელიწადში მხოლოდ 2, 060 ადამიანის შემოწმება შეუძლიათ.

ამის ფონზე, სულ უფრო და უფრო იმატებს შეიარაღებულ თავდასხმათა რიცხვი, სროლა პოლიციის მიერ და ასევე, სუიციდი თავად საბერძნეთის პოლიციელთა რიგებში.