fbpx
ეკონომიკა

საბერძნეთში 1 ოქტომბრიდან კაპიტალ კონტროლი უქმდება

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, რომელიც ცნობილი დღეს გახდა, ორშაბათიდან, 1 ოქტომბრიდან, ქვეყანაში კაპიტალ კონტროლი უქმდება.

ამრიგად, 2015 წლის შემდეგ, როცა დღეში ბანკიდან მხოლოდ 60 ევროს გამოტანა იყო შესაძლებელი, ხოლო ცვლილების შემდეგ, თვეში 5,000 ევროს გამოტანა, ორშაბათიდან ლიმიტი სრულიად მოიხსნება.

ცხადია, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევას ცდილობს და მოსახლეობას შეძლებისდაგვარად უმსუბუქებს მდგომარეობას.

კაპიტალ კონტროლი მკაცრი რეჟიმიდან ნელნელა, წლების მანძილზე შემსუბუქდა და დღევანდელი სურათით, სრულიად მოიხსნა.

 

onalem

ტესტ