fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საბერძნეთსა და ესპანეთში უმუშევრობის დონე უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში

2016 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2015 წელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა. ბოლო 13 წლის მანძილზე უმუშევრობამ საქართველოში ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია. თუმცა, ევროპულ ქვეყნებს შორის არიან ისეთებიც, სადაც საქართველოსთან შედარებით უმუშევრობის დონე უფრო მაღალია. მაგალითად, ესპანეთში უმუშევრობის დონე 20%-ს, ხოლო საბერძნეთში 24%-ს უახლოვდება. აღსანიშნავია, რომ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის არაოფიციალური მონაცემებით, საბერძნეთში 250 000 ქართველი ცხოვრობს, ხოლო ესპანეთში 30 000 ქართველი. 

​ქართველები ამ ქვეყნებში სწორედ სამუშაოს საძებნელად მიდიან და როგორც წესი, პოულობენ კიდეც. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის არაოფიციალური მონაცემებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების რაოდენობა დაახლოებით 1 607 744 ადამიანს შეადგენს. მათ შორის, ყველაზე მეტი ქართველი – რუსეთის ფედერაციაში (800 000), ყველაზე ნაკლები კი ავსტრალიაში (20) ცხოვრობს. აღნიშნული მონაცემები 2015 წლის მდგომარეობას ასახავს.

onalem

ტესტ