fbpx
რელიგია

საბერძნეთს ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი მღვდელი ჰყავს!

გაზეთ Καθημερινή-ის მიხედვით, საბერძნეთში ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი მოძღვარი მოღვაწეობს. პროპორციულად ქვეყანაში 100, 000 მაცხოვრებელზე 87,7 მღვდელი მოდის. აღნიშნული მონაცემები შედარებულია ევროპის 29 ქვეყნის მონაცემებს, საბერძნეთი კი სწორედ ამ მაჩვენებლით ლიდერობს.

საბერძნეთის შემდეგ მოდის იტალია, სადაც იგივე მაჩვენებელი 82, 8-ს უდრის, მესამე ადგილზეა რუმინეთი – 80, 1, პოლონეთი – 71, 1, ბელგია – 64, 1.

პროპორციული სისტემით ყველაზე დაბლამდგომი სახელმწიფოა ბულგარეთი, სადაც 100, 000 მაცხოვრებელზე 12 მღვდელი მოდის. შემდეგ არის ჩეხეთის რესპუბლიკა – 18, 9, ნიდერლანდები – 20, 1, უნგრეთი 22, 2, გერმანია 22, 3.

რელიგიურ საქმეთა სამინისტროს გენერალური სამდივნოს კვლევის თანახმად, საბერძნეთში 9, 792 სამრევლო არსებობს, რომელიც დიდ ეკლესიებს ეკუთვნის, თუმცა, ცხადია ეს რიცხვი რეალურად ბევრად დიდია, ვინაიდან კვლევაში არ შედის მცირე ეკლესიები და კერძო საკუთრებაში არსებული ტაძრები, სადაც ასევე უამრავი ადამიანი ესწრება მსახურებას.

onalem

ტესტ