fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთს ევროკომისია აფრთხილებს: “ბინადრობის ნებართვის საფასური დიდია!”

ევროკომისია საბერძნეთს გამაფრთხილებელ წერილს უგზავნის სადაც წერია რომ ქვეყანას დიდი გადასახადები აქვთ როდესაც უცხოელებს უწევთ ბინადრობის ნებართვის გაკეთება ან განახლება.

ევროკომიის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ უფლება რომ გადასახადი დააწესონ, თუმცა, როდესაც გადასახადი დიდია ეს ემიგრანტების უფლებებს არღვევს.

კონკრეტულად ევროკომისია ლაპარაკობს იმ ბინადრობის ნებათვებზე რომლებიც უკავშრდება სტუდენტებს და საბერძნეთში წლობით მაცხოვრებელ ადამიანებს.

ასევე ევროკომისიას მიაჩნია რომ საბერძნეთი არ ასრულებს მოვალეობას და გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის ასაღებად უცხოელებს დამატებით პირობებს თხოვს, როცა, კანონიერად გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის აღება ავტომატურად უნდა ხდებოდეს.

ევროკომისია საბერძნეთს 2 თვეს აძლევს, რათა არგუმენტები მოიძიოს უპასუხოს.