fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთმა ტურისტული შეკვეთების 70%-იანი ზრდა აჩვენა

2017 წლის ტურისტული სეზონი საბერძნეთისთვის ძალიან აქტიურად დაიწყო. დაჯავშნილი ადგილების რაოდენობა უკვე 70%-ით გაიზარდა. ეს განცხადება ტურიზმის მინისტრმა ელენა კუნდურამ გააკეთა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, ქვეყნის ტურიზმი ნელნელა ძლიერდება.

”უკვე მესამე წელია, რაც შეკვეთების რაოდენობის შთამბეჭდავი ზრდა ფიქსირდება. ეს კი ადასტურებს, რომ საბერძნეთის ტურიზმის პოლიტიკა სწორი გზით მიდის. 2017 წელს შეკვეთების რაოდენობა 70%-ით გაიზარდა, ხოლო დასაქმების დონე უპრეცედენტოდ მაღალია. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ტუროპერატორებთან, რათა ავიარეისების რიცხვი გავზარდოთ. გვაქვს საერთაშორისო 150 და 6000 რეგიონული ფრენა,” განაცხადა მინისტრმა.

მას ასევე აღნიშნა, რომ სამინისტროს მიზანია ტურისტული სეზონი მარტიდან ნოემბრამდე გაწელოს. ეს მიზანი მიღწეულ იქნა 2016 წელს. 2017 წლის მაისმის პროგნოზებმა კი მოლოდინს გადააჭარბა.

onalem

ტესტ