fbpx
პოლიტიკასაზოგადოება

საბერძნეთმა “გმირები 2018”-ის პრიზი მიიღო ლტოლვილთა კრიზისის საკითხთან დაკავშირებული პოზიციის გამო

“მე ვიღებ ჯილდოს ბერძენი ხალხის სახელით,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრამ თავის გამოსვლაში, როდესაც მას “გლობალური იმედის კოალიციის” ღონისძიებაზე ჯილდო გადასცეს, ლტოლვილთა კრიზისის საკითხთან დაკავშირებით საბერძნეთის პოზიციისათვის.

“ბერძენმა ხალხმა დაამტკიცა, რომ გაჭირვების დროს, შეუძლია სოლიდარობისა და თანადგომის გამოხატვა,” – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ჯილდოს ბერძენი ხალხის სახელით იღებს, რადგან სწორედ მათ ეკუთვნით შექება და დიდება. “განსაკუთრებით კი, საბერძნეთის კუნძულებზე მცხოვრები ხალხის სახელით, რადგან ყველაზე მძიმე ტვირთი მათ დააწვათ მხრებზე, ლტოლვილთა კრიზისის ასეთ რთულ პერიოდში.” – დაამატა ციპრამ.

“ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ როდესაც ცენტრალური ევროპის ზოგიერთი ქვეყანა კედლებსა და ღობეებს აშენებდა, ბერძნებმა თავისი გულები გახსნეს. ჩემი ერი ამაყობს თავისი ისტორიითა და იდეალებით, თუმცა უფრო მეტად აწმყოთი და მომავლით. ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ იმის დემონსტრირებით, რომ სოლიდარობა და ადამიანის უფლებათა პატივისცემა, ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებაა, ყველაზე რთულ მომენტებშიც კი”, -აღნიშნა ქვეყნის პრემიერმა.

“ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმ ღირებულებების ჰარმონიაში, რომელიც როგორ ცალკეული ადამიანის, ასევე კოლექტიური პროგრესის მაჩვენებელია,” – განაცხადა ციპრამ და დასძინა: “ჩვენ საბერძნეთის მოქალაქეებისგან ვართ დავალებული, განსაკუთრებით კი, მომავალი თაობებისგან.”

onalem

ტესტ