fbpx
საზოგადოება

საბერძნეთმა ჭარბწონიანი ტურისტებისთვის ვირებით მომსახურება აკრძალა

მას შემდეგ, რაც ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ხმამაღლა განაცხადეს, რომ ვირები ხერხემლის დაზიანებებითა და ღია ჭრილობებით არიან, საბერძნეთმა ჭარბწონიანი ტურისტებისთვის ვირებით მომსახურება აკრძალა.

ფოტოები ცხადყოფს, რომ ვირებს სანტორინის ვიწრო ქუჩებში გადაჰყავთ ადამიანები, რომლებიც მათთვის მეტისმეტად მძიმეები არიან, ზოგი ადამიანი 100 კგ-ზე მეტს იწონის. სწორედ ამიტომ საჭირო გახდა შესაბამისი ზომების მიღება.

საბერძნეთის სასოფლო განვითარების სამინისტრომ დააწესა გარკვეული რეგულაციები და აკრძალა მსგავსი სახის მომსახურება, რადგან ივნისის თვეში განსაკუთრებით ბევრი საჩივარი შევიდა აღნიშნულთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ვირებს “სამუშაო დღის” შემდეგ, უწევთ გადაიტანონ ასევე საკმაოდ მძიმე ტვირთი. ისინი მუშაობენ 7 დღის მანძილზე, შესვენების, თავშესაფრის და წყლის გარეშე.

ვიდეოზე ნათლად ჩანს, როგორი ჭრილობები აქვთ მიყენებული ზურგზე.

 

onalem

ტესტ