fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის ყველაზე იაფი კუნძული დასასვენებლად

ტრადიციულად ივლისისა და აგვისტოს თვეები დამსვენებელთათვის ყველაზე აქტიურია. თუმცა, ხშირად გრძელი არდადეგების დროს ტურისტებს ბევრი პრობლემა ექმნებათ.

რამდენ ადამიანს შეუძლია საბერძნეთში კრიზისისა და მაღალი გადასახადების ფონზე გასწვდეს კუნძულებზე არსებულ ფასებს, თუ ოჯახს დასვენება უნდა, მაგრამ ამისთვის საკმარისი დანაზოგი არ აქვს.

ჩვენ გთავაზობთ ყველაზე იაფ კუნძულს საბერძნეთში, რომელზე დასვენებაც ყველაზე მოკრძალებული ბიუჯეტის მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ.

ფაქტობრივად, არ არის საჭირო ბევრი თანხის დახარჯვა იმისთვის, რომ კარგი დრო გაატაროთ. თქვენ გელით ულამაზესი სანაპირო რამდენიმე წუთის სავალზე და უმაღლესი ხარისხის ტრადიციული სამზარეულო. საკმარისია კარგ, მეგობრულ კამპანიაში იყოთ.

კუნძული ფურნი – მდებარეობს ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, პატმოსა და სამოს კუნძულებთან ახლოს. ეს არის ადგილი, სადაც ძალიან დაბალი თანხის პირობებშიც შეგიძლიათ დაისვენოთ. კერძოდ, პირეოსიდან კუნძულზე წასვლა 58 ევროდ შეგიძლიათ. აქ ძალიან პოპულარულია უფასო კარვებში ცხოვრება, პეტროკოპის სანაპიროზე. თუმცა, ასევე შეგიძლიათ იქირაოთ ოთახები 35 ევროდ.

ტავერნების მენიუში სრულიად ახალი თევზით მომზადებული მრავალი კერძი შედის და ზოგადად, აქ საკვებზე 10-12 ევროზე მეტი არ დაგეხარჯებათ.

15 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძნების დღესასწაულზე თქვენ მხოლოდ 5 ევროდ შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა ტრადიციული ბერძნული კერძი.

onalem

ტესტ