fbpx
პოლიტიკასაბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრების გამო თავი 7000-მა ადამიანმა მოიკლა

საბერძნეთის გამომცემლობათა პროფკავშირების გენერალური მდივნის, გიორგოს ფილიპაკისის განცხადებით, ის სულაც არ წუხს საბერძნეთის ყოფილი პრემიერის, ლუკას პაპადიმოს გამო. მისი აზრით, ლუკას პაპადიმოსა და იანის სტურნარასის მიზეზით (რომელიც ასევე ყოფილი პრემიერი და ამჟამად საბერძნეთის ბანკის ხელმძღვანელია) საბერძნეთში 7 000-მა ადამიანმა ჩაიდინა სუიციდი.

”მე მახსოვს პენსიაზე გასული, ყოფილი ფარმაცევტის თვითმკვლელობა ქალაქის ცენტრალურ სკვერში. ამის შემდეგ დაიწყო სუიციდის ტალღა. როგორ შეგიძლიათ ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრება?” სვამს კითხვას ფილიპაკისი.

”თქვენ მონაწილეობდით ბერძენი ხალხის ტანჯვასა და დამონებაში, ქვეყნის დაშლაში. შემოდის უცხოური კაპიტალი და კვდება ადგილობრივი ბიზნესი,” აცხადებს გენერალური მდივანი.

ის ასევე აცხადებს, რომ პაპადიმოდა და სტურნარასს საიდუმლო შეხვედრა ჰქონდათ და მას სულაც არ გაუკვირდება, თუ ამჯერად ბომბი საბერძნეთის ცენტრალურ ბანკში აფეთქდება.

onalem

ტესტ