fbpx
კრიმინალისაზოგადოება

საბერძნეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები დაკითხვაზე, მატის ტრაგედიის გამო

რენა დურუ, ილიას ფსინაკი და ევანგელოს ბურნუსი მათ შორის არიან, ვინც პროკურორებმა -ილიას ზაგორეოსმა, ნიკოს ფისტოპულოსმა და კოსტას სპიროპულოსმა დაკითხვაზე დაიბარა.

უფრო კონკრეტულად, პროკურორებმა ხელისუფლებიდან და უშიშროების კორპუსიდან 20 ადამიანი გამოიძახეს დასაკითხად, რათა, მათი ახსნა-განმარტებების საფუძველზე, დასრულდეს ცნობილი ხანძრის საქმის წინასწარი გამოძიება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკითხვაზე დაბარებულები არიან კომპეტენტური ორგანოების ხელმძღვანელები, რომლებსაც ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ოჯახები უჩივიან. თანამდებობის პირებს შორისაა: ატიკის რეგიონალური გუბერნატორი – რენა დურუ, მარათონას მერი – ილიას ფსინაკი, რაფინას მერი – ევანგელოს ბურნუსი, ყოფილი სამოქალაქო დამცველი – იოანის კაპაკი, ყოფილი სახანძრო ბრიგადის უფროსი, ასევე, ELAS-ის ყოფილი ხელმძღვანელი და სხვა სამოქალაქო დაცვის ოფიცრები, მეხანძრეები და პორტის თანამშრომლები.

დაკითხვაზე დაბარების მიზანია, დადგინდეს აღნიშნულ პირთა სისხლის სამართლის დანაშაულში შესაძლო მონაწილეობა, როგორიცაა მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აურიდებლობა და განგებ უყურადღებობის გამოჩენა. სწორედ მსგავსი შინაარსის საჩივრებია შესული პროკურატურაში.

საქმის გამოძიება დასასრულს უახლოვდება და პროკურორების მიერ სავარაუდო ეჭვმიტანილების გამოძახება, სწორედ, გამოძიების საბოლოო ფაზაა. დაკითხულთა ახსნა-განმარტებების შემდეგ, პროკურორები სავარაუდოდ, განაჩენს გამოიტანენ და გადაწყვეტენ რა ბრალდებები მიუძღვით ზემოთ აღნიშნულ პირებს კანონის წინაშე, აღმოსავლეთ ატიკის ხანძრის დროს.

onalem

ტესტ