საბერძნეთის ხელისუფლება: “დამატებული ღირებულების გადასახადი 23%-იდან 24%-ზე!”

გაზეთი “კათიმერინი”-ს ინფორმაციით საბერძნეთის ხელისუფლებამ “ტროიკას” შესთავაზა დამატებული ღირებულების გადასახადი გაზარდოს 23%-იდან 24%-ზე.

ინფორმაციის თანახმად, “ტროიკის” სამივე წარმომადგენელი ამ ინიციატივას ეთანხმება.

საბერძნეთის მთავრობა ამ ნაბიჯით ელის წლიური შემოსავლის გაზრდას 400-500 მილიონი ევროთი, რომელიც ამოავსებს იმ “ფინანსულ ხვრელს” რის გამოც ჯერ ჯერობით ორივე მხარე ვერ შეთანხმდა.

ასევე განიხილება ჟურნალების, წიგნების და გაზეთების დამატებული ღირებულების გადასახადის გაზრდა, რომელიც დღეს დღეობით 6%-ზეა.

წინადადებები თუ განხორციელდა ბევრი პროდუქტის ფასი საკმაოდ გაიზრდება: მაკარონი, ბრინჯი, ფქვილი, ყავა, კაკაო, შოკოლადი, ხორცი, მურაბა, ნაყინი, გამაგრილებელი სასმელები და წვენები.

ასევე გაიზრდება სამგზავრო ბილეთების ფასები (ავტობუსი, ტროლეიბუსი, მეტრო) და ფასების გაზრდას არ გამოაკლდება კაფე ბარები, რესტორნები და ტაქსები.