fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთის წყლებში ყოველ ღამით ომია” – ამბობს საზღვაო ძალების უფროსი

“ეგეოსის ზღვაზე ყოველ ღამით ომი მიმდინარეობს,” ამბობს საბერძნეთის საზღვაო ძალების უფროსი, ადმირალი, ნიკოს ცუნისი.

ადმირალმა ათენი-მაკედონიის საინფორმაციო სააგენტოსთან თურქეთის მიერ საბერძნეთის საზღვაო სივრცეში ძალადობრივ შემოჭრაზე ისაუბრა.

“საზღვაო ძალები მუდმივ მზადყოფნაში არიან, რათა დაიცვან საბერძნეთის სუვერენიტეტი და ტერიტორიული ერთიანობა.”

ცუნისი ამბობს, რომ თურქული ხომალდები ყოველ ღამით იჭრებიან საბერძნეთის წყლებში და კანონს არღვევენ.

ამგვარი დარღვევები ბოლო დროს განსაკუთრებით მომრავლდა. მისი თქმით, 2009 წელს მხოლოდ და მხოლოდ 90 კანონდარღვევა ფიქსირდებოდა.

2017 წელს ეს რიცხვი საერთო ჯამში 1, 998-მდე გაიზარდა, ხოლო ამავე წლის მხოლოდ პირველ 9 თვეში თურქეთი საბერძნეთის საზღვაო ტერიტორიაზე ძალადობრივად 1, 249-ჯერ შემოიჭრა.

ადმირალი შეშფოთებას გამოთქვამს არსებული სიტუაციის გამო და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ყოველ ღამით ნამდვილ ომს ჰგავს.

რაც შეეხება 2018 წელს, ცუნისი ამბობს, რომ საზღვაო საზღვრები პირველ 9 თვეში სულ 3, 147-ჯერ დაირღვა, ხოლო სწორედ ამ დრომდე 3, 317-ჯერ.

onalem

ტესტ