fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთი: უძრავის ქონების ღირებულება ერთი მესამედით შემცირდა

ეკონომიკურმა კრიზისმა ბერძნულ უძრავი ქონების ბაზარზე დიდი გავლენა მოახდინა.

ახალი მონაცემები, რომლებიც 2009-2014 წლებს მოიცავს, აჩვენებს, რომ ქვეყანაში საცხოვრებელი ბინის საშუალო ღირებულება 35%-ით შემცირდა. კერძოდ, 106,340 ევროდან (2009 წ.) 69,834 ევრომდე (2014 წ.).

საბერძნეთის ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ მეოთხედში ბინის საშუალო ფასი 1,8%-ით შემცირდა.

მთლიანად 2016 წლის განმავლობაში ფასები 2,4%-ით შემცირდა, შედარებით 2015 წელთან, როდესაც ეს მაჩვენებელი 5,1% იყო.

ევროპის კავშირის სხვა ქვეყნებში სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა, იგივე პერიოდში აქ სახლების ღირებულებამ 4,5%-ით მოიმატა.

ევროსტატის მონაცემებით, 2017 წლის პირველ მეოთხედში უძრავი ქონების ფასების ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ჩეხეთის რესპუბლიკაში დაფიქსირდა (12,8%), შემდეგ ლიტვა (10,2%) და ლატვია.

პარალელურად, საბერძნეთთან ერთად, ფასები იკლებს ხორვატიასა (-0,4%) და იტალიაში (-0,1%).

onalem

ტესტ