საბერძნეთის ტელევიზია MEGA დახურვის საფრთხის ქვეშ – Georgians.gr

საბერძნეთის ტელევიზია MEGA დახურვის საფრთხის ქვეშ

MEGA-ს მაუწყებლობის ციფრული სიხშირის მიწოდება, სავარაუდოდ, შეწყდება და ეს ყველაფერი პარასკევს ღამით შეიძლება მოხდეს. მიზეზი ის არის , რომ კომპანიის მფლობელებს ბერძენული ციფრული მაუწყებლობის მიმწოდებელ Digea-ს ვალი აქვთ. Digea-ს წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ პარასკევს საღამოს, რომელზეც განიხილავენ საკითხს, შეუწყდება თუარა ტელეკომპანია MEGA-ს მაუწყებლობა.

ტელეკომპანიის თანამშრომლები, რომლებიც საკუთარი პოზიციების შენარჩუნებას ერთი წლის განმავლობაში ცდილობდნენ, მიუთითებენ არსებულ სიტუაციაზე, რომ ამჟამად ტელევიზია ფუნქციონირებს და ფულს გამოიმუშავებს მხოლოდ რეკლამების საშუალებით, პირდაპირი ეთერების გარეშე, რაც არავის აზარალებს, თავად ტელევიზიის გარდა. მსახიობებმა, მათ შორის აქციონერებმა, ბანკებმა და მთავრობამ აღნიშნეს, რომ კმაყოფილები არიან მიმდინარე სიტუაციით.

თანამშრომლები მოუწოდებენ ყველა პარტიას გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, რომ მოუწოდონ ბანკებს შეუმსუბუქონ ტელევიზიის შემოსავლის რაღაც ნაწილი მაინც, იმისათვის, რომ გააგრძელონ მაუწყებლობა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მისი სავარაუდო გადარჩენის გეგმა განიხილება.

melano

ტესტ