fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი: “საბერძნეთსა და თურქეთს შორის შესაძლოა ფატალური ინციდენტი მოხდეს”

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა, პანოს კამენომ, ფრანგულ გაზეთს ინტერვიუ მისცა, რომელშიც აღნიშნავს:

“ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ ჩვენი ტერიტორია, რომელიც არა მხოლოდ საბერძნეთს, არამედ ევროპას ეკუთვნის. ”

მან კომენტარი გააკეთა თურქეთში ბერძენი ჯარისკაცების დაკავების თემაზე და განაცხადა, რომ საბერძნეთსა და თურქეთს შორის, ისედაც დაძაბული ურთიერთობის ფონზე, შესაძლოა, ფატალური ინციდენტი მოხდეს.

“ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ფატალურ ინციდენტთან. ჩვენი საჰაერო სივრცე დარღვეულია. ამიტომ ვალდებული ვართ დავიცვათ ჩვენი ტერიტორია, რომელიც არა მხოლოდ საბერძნეთს, არამედ ევროპას ეკუთვნის. საჰაერო და საზღვაო ტერიტორიების დარღვევით ანკარა ევროპაზე და განსაკუთრებით საბერძნეთზე ზეწოლას ცდილობს.

ბოლო 1 წლის მანძილზე საზღვაო სივრცის დარღვევების რიცხვი 450%-ით გაიზარდა, ხოლო საჰაერო სივრცის 48%-ით.

დღეს ვხედავთ თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტლებას, რომლის მიხედვითაც ბერძენ ჯარისკაცებს საბერძნეთში არ უშვებენ. ეს საკითხი კი ეხება, არა მხოლოდ საბერძნეთს, არამედ მთელ ევროპას. ისინი იცავდნენ ტერიტორიას, რომელიც ცნობილია როგორც ადამიანების ტრეფიკინგის ადა არალეგალი მიგრანტებისთვის ხელსაყრელი ადგილი. ჯარისკაცები მიჰყვებოდნენ ბილიკს, რომელსაც შესაძლოა ისინი ადამიანებით მოვაჭრეებთან მიეყვანა. სწორედ ამ დროს გადავიდნენ თურქეთის ტერიტორიაზე, სულ რამდენიმე მეტრით. თურქეთი ნატოს წევრი და საბერძნეთის მოკავშირე ქვეყანაა. ამიტომ ასეთი საკითხები მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს.”

onalem

ტესტ