fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საბერძნეთის საზღვარი: გუშინ, 30 ქართველი მგზავრიდან 15 მგზავრი უკან გააბრუნეს

დაგვიკავშირდა ქალბატონი მარი ნიკოლეიშვილი, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს და გვიამბო ის ამბავი რაც მის მეუღლეს და 4 წლის შვილს გადახდა საბერძნეთის საზღვარზე:

“გუშინ შუაღამეს, ჩემი მეუღლე და 4 წლის ბავშვი დაუსაბუთებლად და უკანონოთ საბერძნეთის ტერიტორიაზე არ შემოუშვეს და უკან 13 ადამიანთან ერთად თურქეთში დააბრუნეს. წარმოიდგინეთ რომ 30 მგზავრიდან რომლებიც ავტობუსში იყვნენ, 15 უკან გააბრუნეს.

მიზეზი კი უბრალოდ არ უთხრეს. მითუმეტეს ჩემი ქმარი და შვილი წარსულშიც ყოფილან საბერძნეთში და არასოდეს დაურღვევიათ დარჩენის დრო.

ავტობუსის მძღოლმა შეეცადა დალაპარაკებოდა საზღვრის წარმომადგენლებს, მაგრამ ახლოსაც არ მიიკარეს.

შემდეგ, როგორც მძღოლმა თქვა, თურმე სმენა რომელიც იმ წუთას მუშაობდა, ძალიან მკაცრია.

რას ნიშნავს მკაცრი თუ არამკაცრი!!! როცა საბუთები და ყველაფერი წესრიგშია, როგორ შეიძლება ადამიანები არაკანონიერად არ შემოუშვა საზღვარზე!

სად არის ჩვენი საელჩო, რატომ არ უნდა კურირებდეს ამ თემას, რატომ უნდა მისდიოდეთ თქვენი საიტის მეშვეობით ინფორმაცია.

არსებობს ასევე ვიდეოც, რომელსაც აუცილებლად მოგაწვდით როცა ჩემი მეუღლე შვილი ჩამოფრინდებიან ათენში.

ამ თემას ესე არ დავტოვებ. მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ რეაგირება რომ ჩვენი ხმა არა მარტო საქართველოს საელჩოს საბერძნეთში, არამედ საგარაეო საქმეთა სამინისტროსაც მივაწვდინოთ, რომლებმაც ან საერთოდ არ იციან ამ ინციდენტების შესახებ (ფაქტია რომ უკანონოდ გაბრუნებები ხშირად ხდება), ან თვალს ხუჭავენ.”