fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის სამი კუნძული, რომელსაც ტურისტები ნაკლებად სტუმრობენ

ყველა მოგზაურობის მოყვარულმა ადამიანმა იცის, თუ რომლებია საბერძნეთის ყველაზე პოპულარული კუნძულები დასასვენებლად. თუმცა, არის პატარა კუნძულებიც, რომლებსაც ნაკლები ტურისტი სტუმრობს, მაგრამ ესენი ის კუნძულებია, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ, თუ გსურთ ხალხმრავლობას თავი დააღწიოთ და ნამდვილი, ხელუხლებელი საბერძნეთი შეიგრძნოთ. ტურისტებმა მათი არსებობის შესახებ ხშირად არც კი იციან.

ანტიპაროსი

ანტიპაროსი ცენტრალური კიკლადესის პატარა კუნძულია, ეგეოსის ჩრდილოეთით. ის ძალიან ახლოს არის კუნძულ პაროსთან, საიდანაც აქ გემით ჩასვლა შეგიძლიათ.

აქ ნამდვილი ბუნებრივი სილამაზეა. გამორჩეულია ანტიპაროსის ქვაბული, რომელიც ევროპის უძველეს ქვაბულად მიიჩნევა. ისტორიულად, მისი პირველი სტუმარი იყო პაროსელი პოეტი, რომელიც ქრისტეშობამდე 728-650 წლებში ცხოვრობდა.

კუნძულზე მომაჯადოვებელი სანაპიროები და სტუმართმოყვარე გარემოა. რესტორნებსა და ტავერნებში თავს ისე იგრძნობთ, როგორც საკუთარ ოჯახში.

პანო კუფონისი



პანო კუფონისი ნაქსოსა და ამორგოსს შორის მდებარეობს. რეალურად არსებობს ორი, პანო (ზემო) და კატო (ქვემო) კუფონისი. პანო კუფონისი მეტად დასახლებულია. აქ ნაქსოსიდან და ამორგოსიდან შეგიძლიათ მოხვდეთ.

ეს კუნძული საუკეთესოა განტვირთვისთვის, ფეხით სეირნობისა და ღრმა, ლურჯ წყალში ცურვისთვს.

კუფონისზე უამრავი ტავერნა და რესტორანია. ასევე შეგიძლიათ იქირავოთ სასტუმრო ძალიან დაბალ ფასში, იმისთვის, რომ ხანმოკლე ტურის ნაცვალად, კუნძულზე უფრო მეტი დრო გაატაროთ და მოშორდეთ დამღლელ ყოველდღიურობას.

სერიფოსი

სერიფოსი კიკლადესის პატარა კუნძულია. ის მხოლოდ 75 კვადრატული კილომეტრია. აქ ნამდვილად დაფარულ განძს იხილავთ, რადგან ტურისტები ხშირად სერიფოსზე ჩასვლას სიფნოსსა და კითნოსზე ვიზიტს ამჯობინებენ. ეს არის ადგილი, სადაც არ იქნებით ტურისტებით გარემოცული. ეს უბრალოდ იმიტომ, რომ მათ არც კი იციან, რომ სერიფოსი არსებობს.

როგორც კი ლივადის პორტში შეხვალთ, მაშინვე გაგაოცებთ მშვენიერი ქვიშიანი სანაპიროები და სერიფოსის ბრწყვინვალე დედაქალაქი. სანაპიროების უმრავლესობასთან ახლოს არის ტავერნები. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ განიტვრთოთ სანაპიროზე და მიირთვათ ტრადიციული ბერძნული კერძები.

onalem

ტესტ