საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა
საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ნიკოს კოძიასმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ონლაინ გამოცემა news24.gr წერს.
მედიის ცნობით, მან შესაბამისი განცხადებით საბერძნეთის პრემიერმინისტრს ალექსის ციპრასს უკვე მიმართა. თანამდებობის დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება შესაძლოა ქვეყნის თავდაცვის მინისტრ პანოს კამენოსთან უთანხმოებას უკავშირდებოდეს. ჯერჯერობით აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.