fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის საავადმყოფო: უცხოელი პაციენტები ექთნებს და ექიმებს თავს ესხმიან

საბერძნეთის საჯარო საავდმყოფოებში ექთნებსა და ექიმებზე თავდასხმის ფაქტებმა იმატა. მათ ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ერჩიან, თუმცა, სრულიად გაუგებარი მიზეზებით. ბოლო დღეების მანძილზე სამი სერიოზული შემთხვევა დაფიქსირდა.

კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, პირეას საავადმყოფოში ექიმს პაციენტის გასინჯვისას მისი ნათესავი დაესხა თავს. მსგავს ინციდენტებზე საუბრობენ ნიკეასა და თრასიოს საავადმყოფოებშიც.

გუშინ შუადღეს რუმინელები ექთანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მიტანილი საჭმელი არ მოეწონათ. მას თანამშრომლები მიეშველნენ, თუმცა, სხეულზე დაზიანებები მაინც მიიღო.

ერთი კვირის წინ კი, თრასიოს საავადმყოფოში ასევე რუმინეთის მოქალაქემ საკუთარი მამა მიიყვანა, რომელსაც ბოლო სტადიის კიბოს დიაგნოზი ჰქონდა დასმული. გამოკვლევების შემდეგ ექიმებმა გარკვეული მკურნალობა დაუნიშნეს, თუმცა, საავადყოფოში დარჩენის აზრს ვერ ხედავდნენ, ამიტომ სახლში გაწერეს. შედეგად, რუმინელმა მამა საავადმყოფოდან ყვირილით წაიყვანა, ხოლო გასვლისას ერთ-ერთ თანამშრომელს დაესხა თავს.

ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, სადაც ხაზს უსვამენ, რომ ექიმები ჯადოქრები არ არიან. მათ დღეში 40-50 პაციენტის გასინჯვა უწევთ. მათი მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები და ქმედებები არ უნდა იყოს დაშვებული.

onalem

ტესტ