fbpx
მოგზაურობასაბერძნეთი

საბერძნეთის რომელი კუნძულია ყველაზე გრილი ზაფხულში?

ივლისსა და აგვისტოში ცხელი ამინდებისგან თავის დაღწევა მხოლოდ კუნძულებზე შეიძლება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ყველა მათგანზე. ამისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი სამოთხის კუნძული სკოპელოსია.

ის ეგეოსის ზღვის ყველაზე მწვანე კუნძულია და სკიათოსსა და ალონისოსს შორის მდებარეობს. როდესაც სკოპელოსზე ფეხს დადგამთ, მაშინვე მიხვდებით, რომ მხოლოდ ორი ფერით ხართ გარემოცული, ლურჯითა და მწვანით. საერთაშორისო ორგანიზაციამ ”Biopolitics” ოფიციალურად განაცხადა, რომ სკოპელოსი ლურჯ-მწვანე კუნძულია.

სხვადასხვა კომბინაციებისა და უნიკალური არქიტექტურული სტილის გამო, კუნძულის დედაქალაქს ჯადოსნური მახასიათებლები აქვს. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას თქვენზე ვენეციური ეპოქის გიზის ციხე და უძველესი აბელიკას გარეუბანი მოახდენს.

სანამ სკოპელოსის უნიკალურ სანაპიროებსა და სხვადასხვა ადგილობრივ საცხობებს ესტუმრებით, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ კუნძულზე გამოყვანილი ყველი. აქ იპოვით ეგეოსის ზღვის რამდენიმე ყველაზე ლამაზ სანაპიროს. ყველა მათგანი კრისტალურად სუფთა, ფირუზოვანი წყლითაა ცნობილი, რომელთა გვერდით ფიჭვნარი იზრდება.

სკოპელოსზე მზის ჩასვლა არაჩვეულებრივად ლამაზია. შეგიძლიათ ისიამოვნოთ მზის სხივების სილამაზით ისეთ მოწყობილ პლაჟებზე, როგორებიცაა: სტაფილოს, აგნონდას, ლიმონარი, პანორმოს, ლიმნარაკი, მილა.

onalem

ტესტ