საბერძნეთის პრემიერის ვერტმფრენმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

ვერტმფრენი, რომლის ბორტზე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი იმყოფებოდა, თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

ინფორმაციას ბერძნული გაზეთი Proto Thema ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, თურქულმა გამადგურებელმა F-16 -მა ვერტმფრენს საჰაერო სივრცე გაფრთხილების შემდეგ დაატოვებინა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ალექსის ციპრასმა და საბერძნეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ევანგელოს აპოსტოლაკისმა საჰაერო სივრცე კუნძულ მეის-ის დათვალიერების დროს დაარღვიეს, რომელიც ანტალიის პროვინციის ქაშის რაიონის მოპირდაპირედ მდებარეობს.

წყარო: www.pia.ge

melano

ტესტ