fbpx
რელიგიასაბერძნეთისაზოგადოება

საბერძნთის პრემიერი, ალექსის ციპრა, ათონის მთაზე არ მიიღეს

საბერძნეთის პრემიერი იძულებული გახდა, ათონის მთაზე დაგეგმილი ვიზიტი გაეუქმებინა, ვინაიდან გავლენიანმა მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა მის მიღებაზე უარი განაცხადეს. მიზეზი ალექსის ციპრასის ათეიზმია.

Kathimerini იუწყება, რომ საბერძნეთის პრემიერი წმინდა მართლმადიდებლურ სამონასტრო ცენტრში მოგზაურობდა, სადაც იგი მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეს შეხვდა, რომელიც ჩრდილოეთ საბერძნეთში იმყოფებოდა.

ათონის მთის მთავარმა სასულიერო პირებმა ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე გადაწყვიტეს, რომ ციპრა არ მიეღოთ და მიიღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მონასტერს ეწვევა, როგორც ცალკეული პილიგრიმი ანუ სალოცავად მისული მორწმუნე.

მათი თქმით, არ შეუძლიათ მიიღონ ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავი ათეისტად გამოაცხადა.

პრემიერმა, თავის მხრივ, ვიზიტის გაუქმების მიზეზად თავისი გადატვირთული გრაფიკი დაასახელა.

onalem

ტესტ