fbpx
პოლიტიკა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა ითაკაში

პრემიერი დღეს დილით კუნძულ ითაკაზე ჩავიდა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. განსაკუთრებული სიმბოლიზმით გამოირჩევა მისი არჩევანი კუნძულ ითაკასთან დაკავშირებით.
ითაკას მაქსიმუს სასახლე აირჩია პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა, რათა სიტყვით მიემართა ბერძენი ხალხისთვის, მემორანდუმის დასრულების შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა ჩათვალა, რომ მემორანდუმის დასრულების შესახებ განცხადება სპეციალური სიმბოლიკის მქონე ადგილზე უნდა გაკეთებულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა გასულ აპრილს კასტელორიზოში ვიზიტისას განაცხადა, რომ საბერძნეთის მემორანდუმებიდან გასვლას გამოაცხადებს იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო … კასტელორიზოდან, საბოლოოდ კი გადაწყვიტა ითაკა აერჩია.

მთავრობის წყაროები აღნიშნავენ, რომ ბატონი ციპრასის გზავნილი ახალი პერიოდის პოლიტიკური მანიფესტია, რომელიც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საბერძნეთი თავის ბედს თვითონ გააკონტროლებს.

პრემიერ-მინისტრი ხაზს გაუსვამს ასევე იმას, რომ ქვეყანა ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებს, ოპტიმიზმით გამოვა და ის დღეები, რომელიც მოდის, ბერძენი ხალხისთვის უკეთესი იქნება.

თუმცა, მისი ფორმალობები ძალიან ფრთხილი იქნება და აქცენტი გაკეთდება რეფორმების გატარებასა და საბერძნეთის ეკონომიკის მართვის სწორი არჩევანის აუცილებლობაზე, რათა მკაცრი მეთვალყურეობის რეჟიმი საჭირო არ გახდეს.

ციპრასის გამოსვლა მისი კონტრშეტევის პირველი ნაბიჯია.

მომდევნო ნაბიჯს რამდენიმე დღეში გადადგამს და ეს იქნება რეფორმა. მთავრობის შემადგენლობის ცვლილება კვირის განმავლობაში მოხდება, რადგან პრემიერ-მინისტრს მალევე სურს ახალი მთავრობით წარდგენა.

https://www.facebook.com/tsiprasalexis/videos/600399640357208/

onalem

ტესტ