საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ჯადოსნური თვითმფრინავი

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ევროპაში მოგზაურობა საკმაოდ ძვირი ჯდება. ”ახალი დემოკრატიის” ვიცე-პრეზიდენტის, ადონის გეორგიადის მოთხოვნის საფუძველზე თავდაცვის მინისტრმა პანოს კამენოსმა წარადგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ალექსის ციპრასის პორტუგალიაში ვიზიტი იანვრის თვეში გადასახადების გადამხდელებს  25,462 ევრო დაუჯდათ.

ერთი თვით ადრე კი პრემიერი კუბას ეწვია, სადაც ფიდელ კასტროს მიაგო პატივი. ამ ევრო-ატლანტიკური ვიზიტის ღირებულება კი, როგორც აცხადებენ 22,900 ევროა.

თუმცა, საკვირველია, როგორ შეიძლება ღირდეს კუბაში გამგზავრება 3,000 ევროთი ნაკლები, ვიდრე პორტუგალიაში, როდესაც მანძილში ამხელა განსხვავებაა?

თავდაცვის მინისტრის პასუხი კიდევ უფრო ართულებს ყველაფერს. კითხვაზე, თუ რა ღირდა მისი მოგზაურობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მას ტელევიზია და მედია ახლდა, მან უპასუხა, რომ ეს ფრენა გძელდებოდა 20.6 საათის განმავლობაში და სწორედ ამიტომ მისი ღირებულება 29,491 ევროს შეადგენს.

იმას, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ტყუილია, ამყარებს მთავრობის უწყებები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრის ფრენის საათობრივი ღირებულება 5,537.09 ევროა. დოკუმენტების მიხედვით, ლისაბონში ფრენის ხანგრძლივობა (რომელშიც შედის პარიზში ვიზიტიც) 9,6 საათი იყო. თუ უწყებაში გამოქვეყნებულ მაჩვენებელს 9,6 საათზე გავამრავლებთ, გამოდის, რომ ფრენის ღირებულება 53.156 ევროა და არა 25.462, როგორც ამას თავდაცვის მინისტრი ამბობს.
რაც შეეხება კუბაში ვიზიტს, ფრენის ხანგრძლივობა იყო 22 საათი. აქედან გამომდინარე მისი ღირებულება გამოდის 121.815 ევრო და არა 22,900.

სხვათა შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს იგივე პრობლემა დონალდ ტრამპის ყოველკვირეულ ფრენებთან დაკავშირებით, ფლორიდაში.