fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის პოლიცის რჩევები: როგორ დავიცვათ თავი ქურდებისგან

სადღესასწაულო პერიოდში ქურდობები განსაკუთრებით ხშირია. სწორედ ამიტომ პოლიცია განსაკუთრებით მობილიზებულია. ათენის საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით საბერძეთის პოლიციის ოფიცერი, თეოდოროს ხრონოპულო მოსახლეობას რჩევებს აძლევს, თუ რა უნდა გაითვალისწინონ, რათა ქურდებისგან თავი დაიცვან. ცხადია, ეს არ არის 100%-იანი გარანტია, თუმცა, შესაბამისი ზომების მიღება შობა-ახალი წლის დღეებში აუცილებელია.

მათთვის, ვინც სახლს ტოვებს:

– სანამ წახვალთ, დარწმუნდით, რომ სახლის ყველა კარი და ფანჯარა მაქსიმალურად დაცულია.
– თქვენი წასვლის შესახებ შეატყობინეთ მხოლოდ თქვენს ნათესავებს და ოჯახის წევრებს, ასევე მეზობლებს, რომელთაც ენდობით.
– არ დატოვოთ შეტყობინება იმის შესახებ, თუ რამდენი ხნით მიდიხართ და როდის დაბრუნდებით.
– არ დატოვოთ ფოსტით მოსული წერილები სახლის გარეთ, ეს ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ სახლში არ იმყოფებით.
– არ დატოვოთ ავეჯი სახლების გარეთ და აივნებზე. ეს შესაძლოა ქურდებს სახლში შესვლაში დაეხმაროს.
– სახლს ნუ “ჩარაზავთ” ისე, რომ აშკარა იყოს თქვენი წასვლის ფაქტი. სახლი უნდა გამოიყურებოდეს ისე, როგორც ჩვეულებრივი გასვლის შემთხვევაში.
– არ დატოვოთ ფული და ღირებული ნივთები სახლში.
– ჩართეთ სიგნალიზაცია, თუკი ეს შესაძლებელია.

თუ სახლში რჩებით:

– არ გააღოთ კარი, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ სტუმარს იცნობთ. (იგულისხმება დღესასწაულის დღეებში).
– არ დატოვოთ სახლის ფანჯრები ღია.
– არ მისცეთ ინფორმაცია სტუმრებს იმის შესახებ, თუ რა ღირებული ნივთი გიდევთ სახლში.
– ეცადეთ არ მოხვდეს თქვენი სახლის გასაღები მესამე პირის ხელში.
– არ დატოვოთ გასაღებები ქოთნებში და კართან დაგებული ხალიჩების ქვეშ. (ეს ქურდებისთვის უკვე კარგად ცნობილი “ეშმაკობაა”).

შესაძლოა აღნიშნული რჩევები ისე გამოიყურება, რომ ეს ყველაფერი ისედაც იცით, თუმცა, პოლიციის ოფიცრის განცხადებით, სადღესასწაულო სეზონზე მომხდარი ქურდობები და ყაჩაღობები სწორედ აღნიშნული რჩევების გაუთვალისწინებლობის შემთხვევებში ხდება, ამიტომ ისინი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

onalem

ტესტ