fbpx
მსოფლიო

საბერძნეთის პოლიციის ოფიცრები გერმანიის აეროპორტებში

საბერძნეთის პოლიციის ოფიცრები გერმანიაში, კერძოდ, მიუნხენისა და ფრანკფურტის აეროპორტებში პოზიციებს ხვალ შუადღიდან დაიკავებენ. მათ ექნებათ უფლებამოსილება, რომელიც შენგენის ხელშეკრულების ფარგლებშია დადგენილი.

6 თვის შემდეგ ზუსტად გახდება ცნობილი, იქნება თუ არა საჭირო მათი იქ დარჩენა, თუ გადაინაცვლებენ გერმანიის სხვა აეროპორტებში.

მათი მოვალეობაა შეამოწმონ და მკაცრად გააკონტროლონ პასპორტები. მათ აქვთ იგივე უფლება-მოვალეობები, რაც გერმანელ პოლიციელებს საბერძნეთის აეროპორტებში.

საბერძნეთ-გერმანიას შორის აღნიშნული შეთანხმება 20 დღის წინ შედგა, თუმცა, გერმანიის ბიუროკრატიული პროცედურების გამო მისიის შესრულება გადაიდო, მიუხედავად იმისა, რომ გერმანია საბერძნეთს მოთხოვნაზე პირველივე ჯერზე დათანხმდა.

onalem

ტესტ