fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციის ექსპერტმა ძვირფასეულობა მოიპარა

საბერძნეთის პოლიციაში შეშფოთება გამოიწვია ფაქტმა, რომ ერთ-ერთი განყოფილებიდან გაქრა ძვირფასეულობა, რომელიც სხვადასხვა საქმეების გახსნის შედეგად, პოლიციის მიერ იყო ამოღებული და ჩამორთმეული.

როგორც გაირკვა ქურდი თავად იუველირი იყო, რომელიც კოლონაკში ექსპერტად მუშაობდა. 63 წლის მამაკაცი, ფაქტობრივად, საბერძნეთის პოლიციის თანამშრომელი იყო, რომელსაც ჩამორთმეული საქონლის შეფასება ევალებოდა.

ზოგადად, გახსნილი საქმეებისას ჩამორთმეული ძვირფასეულობა იყიდება, შემდეგ კი თანხა სხვადასხვა ანაბრებზე და ფონდის ანგარიშებზე ირიცხება. თუმცა, ამჯერად ძვირფასი ნივთები 63 წლის მამაკაცის მფლობელობაში აღმოაჩინეს. ის თაღლითობის გზით მალავდა ნივთებს და ოფიციალურად არ აფორმებდა.

მისი სახლის ჩხრეკის შედეგად ყველა მოპარული ძვირფასი ნივთი იპოვეს.

onalem

ტესტ