fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით 12 პირი დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, რომელიც მონაწილეობას იღებდა მიგრანტების ევროპის კავშირის ქვეყნებსა და კანადაში გადაყვანაში. ოპერაცია საბერძნეთის სამ ქალაქში: ათენში, თესალონიკსა და კატერინში 30-31 მაისს ჩატარდა. ჯამში დაკავებულია 12 ადამიანი.

დაკავებულთა შორის არის 5 ბერძენი, 4 პაკისტანელი და 1 ავღანელი. ბერძენი და ბულგარელი, რომლებიც ადრეც ნასამართლევები იყვნენ, როგორც აღმოჩნდა, ჯგუფის ლიდერები არიან.

პაკისტანისა და ავღანეთის მოქალაქეები საზღვარგარეთ გაქცევას ცდილობდნენ.

დანაშაულებრივი ჯგუფს მიგრანტები თურქეთიდან საბერძნეთში უკანონოდ უნდა გადაეყვანათ.

წარსულში მათ მიერ დაახლოებით 200 ადამიანის გადმოყვანა ფიქსირდება.

მათ მიერ აღებული თანხის რაოდენობა დამოკიდებული იყო საბოლოო დანიშნულებაზე. თუ მიგრანტს დიდ ბრიტანეთში უნდოდა გადასვლა მისი ხარჯი დაახლოებით 8,000-დან 10,000 ევრომდე იყო, ევროპის კავშირის ქვეყნებში გადასვლა 4,000-დან 6,000 ევრომდე ჯდებოდა, ხოლო კანადაში 16,000 ევრო.

onalem

ტესტ