fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციამ სინდაღმასა და მონასტირაკზე ოპერაცია ჩაატარა – დაკავებულია 30 ადამიანი

საბერძნეთის პოლიციამ ათენის ცენტრალურ ტერიტორიაზე სპეციალური ოპერაცია ჩაატარა, რომლის მიზანიც კრიმინალური დაჯგუფების წევრების აყვანა იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები მობილიზდნენ სინდაღმაზე, მონასტირაკისა და აკროპოლის ტერიტორიაზე.

საერთო ჯამში მათ 30 პირი აიყვანეს, რომელთაც ბრალად ედებათ ძარცვა, ძირითადად მეტროსა და ავტობუსებში.

პოლიციაში საფულეებისა და სხვადასხვა ნივთების დაკარგვის შესახებ უამრავი საჩივარი შედიოდა, რის გამოც, მათ ოპერაცია დაგეგმეს და გეგმამ გაამართლა კიდეც, ე.წ. ჯიბის ქურდები დაკავებულები არიან.

დაკავებულების ეროვნების შესახებ ამ დრომდე ცნობილი არ არის.

 

onalem

ტესტ