fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციამ საავადმყოფოებში ქართველი და ალბანელი ქალები დააკავა

გავრცელებული ინფორმაციით, ატიკის 2 საავადმყოფოში საბერძნეთის პოლიციამ საერთო ჯამში 7 ქალი დააკავა. ისინი არაკანონიერად მუშაობდნენ და არ გააჩნდათ კვალიფიციკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ბერძნული მედია იუწყება, რომ დაკავებულები ალბანეთის და საქართველოს მოქალაქეები არიან.

ისინი არ იყვნენ რეგისტრირებულნი არც საავადმყოფოს თანამშრომელთა სიაში.

ბოლო პერიოდში შავი ბაზრის თემა საბერძნეთში განსაკუთრებით გააქტიურდა და ზოგადად ქვეყანაში ბაზრის 35-40%-ს შეადგენს.

ამ წლის თებერვალში ამერიკულმა საინფორმაციო წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საბერძნეთში გადაუხდელი გადასახადები 95 მილიარდ ევროს უდრის (117 მილიარდი დოლარი), ხოლო 2016 წელს იგივე მაჩვენებელი 76 მილიარდი იყო.

onalem

ტესტ