fbpx
კრიმინალი

თესალონიკიში პოლიციამ ორი ბერძენი დააკავა – ერთ მათგანს 24 წლიანი პატიმრობა ელის!

საბერძნეთის პოლიციამ თესალონიკში ორი ბერძენი მამაკაცი დააკავა. 

48 წლის დამნაშავეს თავისუფლების 24 წლით აღკვეთა ელის, რადგან მას ბრალად ედება არალეგალი მიგრანტებისთვის საბერძნეთში შემოსვლის ხელშეწყობა. ის სხვადასხვა გზით ცდილობდა არალეგალებისთვის ქვეყანაში შემოსვლის საშუალება მიეცა.

ხოლო რაც შეეხება მეორე დაკავებულს, 65 წლის მამაკაცს 12 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ორეკასტროს დეპარტამენტის გამოძიებით დადგინდა, რომ მან მოხუცი ქალისგან 3, 500 ევრო მოიპარა.

მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან მამაკაცს სახლში 13 მოპარული მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს.

onalem

ტესტ