fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციამ მოხუცის დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავა

დღეს 16 და 22 წლის ახალგაზრდა საბერძნეთის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა. მათ უკავშირდებათ ბოლო ოთხი თვის მანძილზე კუნძულ როდოსზე ჩადენილი წვრილ-წვრილი ქურდობები.

პოლიციის ინფორმაციით, ისინი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც 60 წლამდე მოხუც ქალბატონს ძვირფასეულობა ჩამოგლიჯეს, რომელსაც ის მოცემულ მომენტში ატარებდა, ძირითადად ოქროს მძივები.

პოლიციას მათ მიერ ჩადენილი ქურდობების დამამტკიცებელი მრავალი საბუთი აქვს. დაზარალებულებს შორის არის 65 წლის გერმანიის მოქალაქეც.

onalem

ტესტ