fbpx
კატეგორიის გარეშე

საბერძნეთის პოლიციამ მებაღე დააკავა, რომელიც იმ სახლებს ძარცვავდა, სადაც მუშაობდა

ამ დრომდე საბერძნეთის პოლიციამ ძარცვის 56 შემთხვევა გამოიძია, თუმცა, ვარაუდობენ, რომ მებაღემ, თავის თანამზრახველებთან ერთად, ბევრად მეტი სახლი გაქურდა.

ბერძნული მედიის ცნობით, ალბანელი მამაკაცი, რომელიც მებაღედ მუშაობდა, ძარცვავდა იმ სახლებს, რომელთა პატრონებიც მას ბაღებისა და შემოგარენის მოწესრიგებისთვის ქირაობდნენ და საკმაოდ კარგად უხდიდნენ. ის კი ამ ყველაფერს არ სჯერდებოდა და თავის თანამზრახველებთან ერთად, ამავე სახლებს ძარცვავდა მაშინ, როცა მარტო რჩებოდა.

ცნობილია, რომ დამნაშავეები აღნიშნული საქმიანობით 2012 წლიდან იყვნენ დაკავებულნი და ძირითადად პორტო რაფტიში ქურდობდნენ.

გამომდინარე იქიდან, რომ ის სახლებში მუშაობდა, კარგად ახერხებდა შეესწავლა ყველაფერი, თუ საიდან შეიძლებოდა შეუმჩნევლად შესვლა და ასევე, დაახლოებით გაეგო, სად ინახებოდა თანხა ან ძირფასეულობა.

პოლიციის ოფიცრების თქმით, მის მიერ ჩადენილი დანაშაულები ფიქსირდება ალბანეთშიც კი.

ამოღებულია ტექნიკა: კომპიუტერები, სხვადასხვა იარაღები, პისტოლეტი, დანები და ტყვიები.

დამნაშავე ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს.

 

onalem

ტესტ