fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციამ 50-ზე მეტი უკანონო მიგრანტი დააკავა

24 ივლისს საბერძნეთის პოლიციამ 50-ზე მეტი უკანონო მიგრანტი დააკავა.

ეს ყველაფერი კუნძულ ლესვოსზე მოხდა. როგორც ცნობილია, მათ უარი ეთქვათ ქვეყანაში დროებითი თავშესაფრის მოთხოვნაზე. გარდა ამისა, არცერთ მათგანს პირადობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ აღმოაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში უკანონოდ მცხოვრები 30-ზე მეტი ადამიანი პოლიციამ გასულ კვირაშიც დააკავა, ძირითადად, აფრიკელები. ამის მიზეზი კი მათ მიერ ბანაკებში არეულობის მოწყობა გახდა.

მიგრანტების აჯანყების მიზეზი თურქეთ-ევროკავშირს შორის მიღებული შეთანხმებაა, რომლის თანახმადაც ისინი თურქეთში უნდა დაბრუნდნენ.

ზოგადად, კუნძულ ლესვოსის ბანაკებში 4 000 ლტოლვილი ცხოვრობს.

შეგახსენებთ, რომ ანკარასა და ბრიუსელს შორის შეთანხმება 2016 წლის მარტში შედგა. გამომდინარე აქედან, 1210 მიგრანტი, რომელიც 2016 წლის მარტში საბერძნეთში უკანონოდ შემოვიდა, თურქეთში გაიგზავნა.

onalem

ტესტ