საბერძნეთის პოლიციამ 21 ადამიანი დააკავა, მათგან 18 ქართველია!

საბერძნეთის პოლიციამ გუშინ ჩატარებული ოპერაციის შედეგად 21 პირი დააკავა. მათ ანგარიშზეა დაახლოებით 70 ძარცვა, თუმცა, გამოძიება ტარდება სხვა დანაშაულების გამოსააშკარავებლადაც.

ისინი ქურდობებს ძირითადად დილის საათებში ჩადიოდნენ, როდესაც სახლის პატრონები, რომელთაც ძარცვავდნენ, სამსახურში იმყოფებოდნენ.

დამნაშავეები თავს ექთნებად და დამხმარეებად ასაღებდნენ და მოხუცების სახლებში შედიოდნენ, შედეგად კი სახლში თანხისა და ძვირფასეულობის ადგილმდებარეობის შესახებ იღებდნენ ინფორმაციას.

სამართალდამცავების ინფორმაციით, უცხოელები ქვეყანაში ძირითადად ტურისტულად ჩამოდიან, შემდეგ დანაშაულს ჩადიან და საკუთარ სამშობლოში ბრუნდებიან.

21 დაკავებულიდან 18 მათგანი საქართველოს მოქალაქეა, ორი ერაყიდან, ხოლო ერთი ბულგარეთიდან. მათი ასაკი 24-დან 64 წლამდეა.

melano

ტესტ