fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიცია როდოსზე მომხდარ დანაშაულში მონაწილე მესამე პირს ეძებს!

კუნძულ როდოსზე 21 წლის ელენის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები იკვეთება, რომლებიც უფრო და უფრო შემზარავი ხდება საზოგადოებისთვის. პოლიციამ დაკითხა უამრავი ადამიანი და აღმოჩნდა, რომ გოგონას გაუპატიურების მცდელობასა და შანტაჟში არა თუ ორი, არამედ სამი ადამიანის ხელი ურევია.

ელენის მეგორები ამბობენ, რომ გოგონას მსგავსი შემთხვევა 1 წლის წინაც ჰქონდა და ამის შესახებ დაუჩივლია კიდეც. ის პოლიციაში მივიდა და საჩივრის შეტანა უნდოდა, მაგრამ როგორც ჩანს, პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ გაუპატიურებიდან უკვე დიდი ხანი იყო გასული და ამას ვერ დაამტკიცებდა. სწორედ ამიტომ გოგონამ გადაიფიქრა. 

მაშინ სტუდენტ გოგონას ვიდეო ჩანაწერებით აშანტაჯებდნენ, რომელზეც ინტიმური მომენტები იყო აღბეჭდილი.

საბოლოო ჯამში, ამ დროისთვის პოლიცია მესამე პირს ეძებს, რომელსაც 21 წლის ელენის წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედა.

მისი მშობლები ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის მოლოდინში არიან. ისინი ამბობენ, რომ უამრავი გოგონა იტანჯება მსგავსი სახის შანტაჟის გამო, თუმცა, რცხვენიათ და ხმას ვერ იღებენ, სწორედ ამიტომ ხდება საბოლოოდ ის, რაც ელენის დაემართა. მისი დედა ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, გოგონები საკუთარ მშობლებს მაინც უნდა დაელაპარაკონ.

onalem

ტესტ