fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთის პოლიცია მშობლებსა და მოზარდებს თამაშის “Blue Whale” შესახებ აფრთხილებს!

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია 15 წლის გოგონასთან დაკავშირებით, რომელმაც თვითდაზიანების მიზნით აბები გადაყლაპა. ეს ყველაფერი ქალაქ კატერინში მოხდა.

როგორც აღმოჩნდა, გოგონა სოციალურ ქსელში თამაშს ”Blue Whale” თამაშობდა და იქ მიცემულ ინსტრუქციებს ასრულებდა, რომელიც თვითდაზიანების პუნქტებს შეიცავს.

ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება და  გავრცელებულ ინფორმაციით, უარს ამბობს სახლში დაბრუნებაზე, მიუხედავად მისი დედის დაჟინებული მოთხოვნისა. მოზარდის ფსიქოლოგი მუშაობს, რათა გაარკვიოს რამ უბიძგა გოგონას ჩართულიყო თამაშში, რომელმაც მსოფლიოს გარშემო 300 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

ონლაინ თამაშის მთავარი მიზანია მსხვერპლი თვითმკვლელობამდე მიიყვანოს.

მისი სახელია ”Blue Whale”.

როგორ ხდება ეს?

როდესაც სოციალურ ქსელში მომხმარებელი აჭერს ”თამაშს”, ის ხდება ჯგუფის წევრი, სადაც მას კურატორი უკავშირდება და დავალებებს აძლევს. მაგრამ პირველ რიგში ის ეკითხება, არის თუ არა მზად თამაშისთვის. კომპიუტერის უკან დამალული პირი ცდილობს მსხვერპლის ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნას და ის იღებს ინფორმაციას მის საცხოვრებელ ადგილთან, მშობლებთან და ხასიათთან დაკავშირებით. კურატორი მაქსიმალურად ცდილობს გავლენა მოახდინოს მოზარდზე და ეუბნება, რომ მაგალითად დაიხატოს რაიმე ნიშანი ხელზე კალმით, რომელიც იმის მანიშნებელი იქნება, რომ ის ჯგუფის წევრია. შემდეგი დავალება შეიძლება ხელის მოჭრა იყოს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი სრულიად გადაუმეტებლად. ის ეუბნება მსხვერპლს, რომ აჩვენოს, რომ არ ეშინია…

ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ძალადობაა.

იმ შემთხვევაში, თუ მოზარდი წყვეტს ან ისვენებს გარკვეული ხანი თამაშისგან, მას მოსდის მუქარა, სადაც წერია, რომ მათ იციან მისი მისამართი და თუ მივლენ ბევრად უარესი მოხდება. ამიტომ ის შეშინებული, ისევ განაგრძობს ბრძანებების შესრულებას, თანაც ვერ ხვდება, რომ მისამართი თავად მისცა კურატორს.

პოლიცია და ფსიქოლოგები ხაზს უსვამენ, რომ ეს თამაში სოციალური ვირუსია და ის არ არის ერთადერთი, რომელსაც ასეთი შედეგები გამოიწვევია.

ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ ყურადღებით იყვნენ აღნიშნულთან დაკავშირებით და მოზარდები მოარიდონ მსგავს თამაშებს, ვინაიდან ისინი თავისდაუნებურად ხდებიან თვითდაზიანებების მსხვერპლი.

onalem

ტესტ