საბერძნეთის პოლიცია კრიმინალების ფოტოებს და ვინაობას ავრცელებს
პროკურატურის ბრძანების საფუძველზე გამოქვეყნდა იმ დამნაშავეთა ფოტოები და ვინაობა, რომლებიც თავს DEH-ს თანამშრომლებად ასაღებდნენ და მოხუცებს ატყუებდნენ.
ისინი მათ სახლებში შედიოდნენ და ძარცვავდნენ.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ძირითადად თესალონიკის ცენტრში და კალამარიაში მოქმედებდნენ.
სამი მათგანი 2018 წლის 10 აგვისტოს დააკავეს.
კერძოდ, ისინი არიან:
- ალკო გეორგიუ, დაბადებული 1984 წელს ატიკაში
2) ზაფიროპულო ანასტასიო, დაბადებული 1984 წელს ვოლოსში
3) პანაიოტი კაბერი, დაბადებული 1991 წელს ლარისაში
4) იოანნი მელეტი, დაბადებული 1992 წელს ლარისაში