fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის პოლიცია: დღესასწაულებზე პატრულირება განსაკუთრებით გამკაცრდება

საბერძნეთის პოლიცია იუწყება, რომ სადღესასწაულო დღეებში პატრულირება განსაკუთრებით გაძლიერდება და ეს ყველაფერი 7 იანვრამდე გასტანს. ასევე, გამოიყოფა თანამშრომელთა დამატებითი ჯგუფი, რომლებიც საგზაო მოძრაობას გააკონტროლებენ.

შობისა და ახალი წლის დღეებში საბერძნეთის საგზაო პოლიცია ხშირად ჩაუტარებს მძღოლებს ალკოტესტს, რათა თავიდან აიცილონ ავარიული სიტუაციები.

მაგალითად კუნძულ კრეტაზე პოლიციამ უკვე 400-მდე ალკოტესტი ჩაატარა. ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას, ნუ დაჯდებიან საჭესთან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

“ჩვენი ინიციატივა სიმბოლურიც არის და მნიშვნელოვანიც. ჩვენ ვურჩევთ მძღოლებს ნუ მიირთმევენ ალკოჰოლურ სასმელს, თუ მანქანის საჭესთან სხედან და პატივი სცენ საკუთარ და სხვების სიცოცხლეს,” განაცხადა პოლიციის ოფიცერმა.

მან ასევე დაამატა, რომ პატრულირება გამკაცრდება არა მხოლოდ ცეტრალურ, არამედ შიდა გზებზეც.

onalem

ტესტ